ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 17,43 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,49 ათასი ტონით ანუ 9,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
მიმდინარე წლის 9 თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 3,70 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,16 ათასი ტონა (18,1%); გერმანია – 2,10 ათასი ტონა (12%), აზერბაიჯანი – 1,13 ტონა (6,5%); და სხვ.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა 92,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 2,3%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან.
მათ შორის, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 42,8% (39,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 25% (23,1 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 13,9% (12,9 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 9,6% (8,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 8,6% (8,0 ათასი ტონა) – მალტიდან.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…